- მერანი 1:2 დინამო თბ
- თბილისის დინამო სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში თბილისის მერანმა თბილისის დინამოს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. როგორც მოსალოდნელი იყო კახაბერ ჩხეტიანის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა.
სტუმრები პირველი ტაიმის მიწურულს დავით კობოურის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ. უპირატესობა ორამდე საიმონ ბენიომ გაზარდა. თამაშის ბოლო წუთებში ინტრიგა მას შემდეგ დაბრუნდა, რაც დინამოს კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად რევაზ გეწაძემ შეასრულა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
თუმცა ქულის გადასარჩენად დარჩენილი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯერჯერობით მერანი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში რჩება ერთადერთ გუნდად, რომელსაც თამაში მოგებული არ აქვს.
9 ტურის შემდეგ მერანი 4 ქულით გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილზეა. თბილისის დინამომ კი 18 ქულით პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა და უშუალო კონკურენტს, გორის დილას 2 ქულით უსწრებს.