- დინამო ბთ 2:0 დილა
- ვაგნერმა სამტრედიას ულამაზესი გოლი გაუტანა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8-ე ტურის მატჩში, ბათუმის დინამომ ბათუმში სამტრედიას უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად - 2:0 დაამარცხა.
მიუხედავდ რამდენიმე კარგი მომენტისა, პირველ ტაიმში ბათუმელები გატანას ვერ ახერხებდნენ, თუმცა შეხვედრის 37-ე წუთზე ვაგნერ გონსალვესმა გიორგი კულუას კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.
მატჩის მიწურულს ჯაბა ჯიღაურის კარგ თამაშს თორნიკე გაფრინდაშვილის გოლი მოჰყვა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.