- ჩიხურა 3:0 მერანი
- ჩიხურამ მერანს სამი უპასუხო გოლი გაუტანა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტური აუტსაიდერების მატჩით გაიხსნა - საჩხერის ჩიხურამ მერანს უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა. იმის მიუხედავად, რომ შეხვედრის პირველი ტაიმი საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, რეალური საგოლე მომენტის შექმნა პირველ ნახევარში ვერცერთმა გუნდმა შეძლო.
მეორე ტაიმი საჩხერელთა უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო ჯამში სამ გატანილ გოლში გამოისახა. ანგარიში მასპინძლებმა 55-ე წუთზე კახა კახაბრიშვილის მიერ გატანილი გოლით გახსნეს. ორამდე უპირატესობა 74-ე წუთზე ლუკა კაკაბაძემ გაზარდა. მესამე გოლი 87-ე წუთზე კახაბრიშვილის გადაცემის შემდეგ დავით მუჯირმა გაიტანა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა - 3:0.
7 ტურის შემდეგ ჩიხურას 5 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. 3 ქულა აქვს მერანს, რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიციას იკავებს.