- თელავი 3:1 სამტრედია
- უხვგოლიანი შეხვედრა თელავში
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში თელავი საკუთარ მოედანზე სამტრედიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
დაპირისპირება ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. მატჩის პირველივე წუთზე სამტრედიამ გოლიც გაიტანა მასპინძელთა კარში, თუმცა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. მეოთხე წუთზე უკვე თელაველთა მიერ გათამაშებულ კუთხურს სტუმართა კარში მოჰყვა გატანილი გოლი, რომელიც ილია ბერიაშვილის ანგარიშზეა.
მე-9 წუთზე კახი კაჭარავას გუნდის სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც ნიჯატ ყურბანოვმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. თამაშის 22-ე წუთზე პენალტი უკვე საპირისპირო მიმართულებით დაინიშნა და ირაკლი რუხაძემ თელაველები ისევ წინ გაიყვანა.
პირველი ტაიმის მიწურულს ყურბანოვს ანგარიშის გათანაბრება ეფექტური მაკრატელა დარტყმით შეეძლო, მაგრამ დარტყმული ხარიხამ მოიგერია. 53-ე წუთზე თორნიკე ძოწენიძემ სტუმართა კარში მესამე გოლი შეაგდო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
4 ტურის შემდეგ თელავი 6 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს, სამტრედიას კი 4 ქულა რჩება და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზეა.