- საბურთალო 0:3 დინამო თბილისი
- მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი დერბიში გამარჯვებით განაახლა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ მესამე ტურის ცენტრალური მატჩით, თბილისური დერბით განახლდა, სადაც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა - თბილისის დინამომ გასვლაზე საბურთალო დამაჯერებლად დაამარცხა.
დღევანდელი თბილისური დერბი, საბურთალოს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის - გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.
განახლებული სეზონის პირველი გოლი, მე-17-ე წუთზე გიორგი კუციამ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ამის შემდეგ დინამოელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა ორამდე უპირატესობა მატჩის 50-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის მიერ გატანილი გოლით გაზარდა.
ზუსტად ოთხ წუთში, სტუმრებმა კიდევ ერთხელ აიღეს ლაზარე კუპატაძის კარი. ამჯერად თავი ირაკლი ბუღრიძემ გამოიჩინა, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე აქტიური იყო.
სამი ტურის შემდეგ საბურთალოს აქტივში 4 ქულაა და ამ მაჩვენებლით გუნდი სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს. თბილისის დინამომ კი 5 ქულით მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ბათუმის დინამო 1:1 თელავი
მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა. ბათუმის დინამომ საკუთარ მოედანზე დებიუტანტი თელავი ვერ დაამარცხა. ბათუმელებმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე ფრე დაააფიქსირეს. გია გეგუჩაძის გუნდმა თამაში დამაჯერებლად დაიწყო და პირველივე წუთზე ჯოვინო ფლამარიონის გოლით ანგარიშიც გახნა, თუმცა სტუმრებმა მატჩში გარდატეხის შეტანა მაინც შეძლეს. თელაველებმა საპასუხო გოლი მასპინძლებს 53-ე წუთზე გაუტანეს. მიხეილ ალავიძის კარი ლაშა კოხრეიძემ აიღო.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებული სამი ტურის შემდეგ ბათუმის დინამოს 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. ამდენივე ქულით თელავი მე-6 პოზიციას იკავებს.