მედიის საყურადღებოდ - ინფორმაცია აკრედიტაციების და შეზღუდვების შესახებ

News

მედიის საყურადღებოდ - ინფორმაცია აკრედიტაციების და შეზღუდვების შესახებ

  • ჩემპიონატი 25 ივნისს მესამე ტურით განახლდება
  • აკრედიტაციების გაცემის პროცესის და რეგულაციების შესახებ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მატჩებზე მედიის წარმომადგენლები მხოლოდ წინასწარი აკრედიტაციის საფუძველზე, შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან.

არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლები დაიშვებიან მხოლოდ სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე.

მატჩის დასრულების შემდეგ არ იფუნქციონირებს შერეული ზონა, სადაც ხდებოდა ინტერვიუების ჩაწერა.

სპეციალური შეზღუდვები იმოქმედებს ფოტოგრაფებისთვისაც.

მედიის წარმომადგენლებს კონკრეტული მატჩისთვის აკრედიტაციის მოთხოვნა შეეძლებათ ტურის დაწყების წინ ერთი დღით ადრე, 17:00 საათამდე.

აკრედიტაცია გაიცემა მატჩის დღეს მასპინძელ სტადიონზე.  

აკრედიტაციის მოთხოვნის მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მედია დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected]

აკრედიტაციის მსურველმა მედია ორგანიზაციებმა წერილში უნდა მიუთითონ ჟურნალისტის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და სასურველი მატჩი.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ტურის ყველა მატჩი პირდაპირ ეთერში გადაიცემა სილქ ტვ-სა და ეროვნული ლიგის ვებ გვერდის საშუალებით.

! შეზღუდვები დაწესებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების საფუძველზე.

? მატჩების კალენდარი