საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამო. 19 წლის ფეხბურთელი ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გარდაცვლილი იპოვეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს და თანაგრძნობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, კლუბს და მთელ საფეხბურთო ოჯახს.