ირაკლი ლექვთაძე დილაში ითამაშებს, ბათუმელებმა დღეს გიორგი ნიქაბაძე წარადგინეს

News

ირაკლი ლექვთაძე დილაში ითამაშებს, ბათუმელებმა დღეს გიორგი ნიქაბაძე წარადგინეს

ეროვნული ლიგა ხუთშაბათს, 25 ივნისს საბურთალოს და დინამო თბილისის მატჩით განახლდება. მანამდე კი თვალი გადავავლოთ ეროვნული ჩემპიონატში მომხდარ სატრანსფერო ცვლილებებს.

საბურთალომ გორის დილას და ჩიხურას ყოფილი შემტევი - ლევან ნონიკაშვილი დაიმატა, ხოლო გორელები ირაკლი ლექვთაძეთი გაძლიერდნენ.

ცვლილებები მოხდა ბათუმის დინამოს შემადგენლობაში, ბათუმელთა ფორვარდმა - ნიკა საბანაძემ კარიერა დაასრულა. კლუბმა დღეს ახალი შემტევი წარადგინა - გიორგი ნიქაბაძე, რომელიც გულშემატკივარს თელავში და თბილისის მერანში თამაშით ახსოვს.

"კარგი სეზონი მქონდა და გოლებიც გავიტანე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ იყო ჩემი კარიერის პიკი. მთავარი და ყველაზე საინტერესო წინ მელოდება. ასე რომ, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ და მიზნებიც ამბიციური მაქვს." - ამბობს ნიქაბაძე.