გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

News

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გილოცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. 

? გადავწყვიტეთ, რომ დღეს ამ ფორმით სხვადასხვა სტადიონებიდან, სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებთან ერთად მადლობა ვუთხრათ ყველა ჩვენს გულშემატკივარს. ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდში იდგნენ, სჯეროდათ ჩვენი და მხარს გვიჭერდნენ. მადლობა ვუთხრათ თითოეული პროფესიის წარმომადგენელს, რომელიც თავდაუზოგავად ემსახურება საკუთარ საქმეს, განსაკუთრებით, ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში.

ფეხბურთი ყველას მოგვენატრა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე შევხვდებით ამ სტადიონებზე, დავბრუნდებით თქვენთან ერთად, და ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებას.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ლევან კობიაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი