- ჩემპიონატში საწვრთნელი პროცესი განახლდა
- 'დისტანცირებულ რეჟიმში და ორკაციან ჯგუფებად'
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში საწვრთნელი პროცესი ორმა გუნდმა განაახლა - თბილისის დინამოში დისტანციური ვარჯიშის სახით (2 კაციან ჯგუფებად), ასევე ანალოგიურად თბილისის ლოკომოტივში, სადაც თითოეულ საწვრთნელი პროცესში 2 მოთამაშე მონაწილეობს.
"მაქსიმალურად გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები. ვარჯიში დისტანცირებულ რეჟიმში და ორკაციან ჯგუფებად მიმდინარეობს." - ნათქვამია დინამო თბილისის განცხადებაში.