'დავბრუნდი იქ, სადაც ჩემი საფეხბურთო კარიერა დაიწყო' - გიორგი ჭანტურია

News

'დავბრუნდი იქ, სადაც ჩემი საფეხბურთო კარიერა დაიწყო' - გიორგი ჭანტურია

კიდევ ერთი ცვლილება საბურთალოში - კლუბმა ლეგიონერების შემდეგ გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული - გიორგი ჭანტურია წარადგინა.

"მადლობა ასეთი თბილი დახვედრისთვის. 10 წლის შემდეგ, დავბრუნდი იქ, სადაც ჩემი საფეხბურთო კარიერა დაიწყო." - ამბობს გიორგი ჭანტურია.

"მართალია, ათეული წელია გასული, მაგრამ ყველაფერი თვალწინ დამიდგა. „საბურთალოდან“ ჯერ „ბარსელონაში“ წავედი, შემდეგ კი „ვიტესში“. ამ კლუბმა ჩემს საფეხბურთო კარიერაში დიდი როლი ითამაშა."

"ეს გადაწყვეტილება დღეს არ მიმიღია. რამდენიმე კვირაა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, დღეს მხოლოდ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი."

საბურთალო ესპანურ შეკრებაზე

საბურთალო პირველ თებერვალს ესპანეთში დასკვნით შეკრებაზე მიემგზავრება, სადაც  გუნდი ვალენსიასთან ახლოს - ალბირში 14 თებერვლამდე გაჩერდება.

ამ ხნის განმავლობაში, გია ცეცაძის შეგირდები 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. დაგეგმილია მატჩები რუსეთის პრემიერ ლიგის “ზენიტთან” და “ცსკა”-სთან, ავსტრიულ “ადმირასთან” და ესპანეთის ქვედალიგელ “ალკოიანოსთან”.

საბურთალო ესპანეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება: ლაზარე კუპატაძე, დავით კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი, გაგი მარგველაშვილი, ლევან კაკუბავა, ჟულიუს ბლიკი, ჟარდელ ნაზარე, ანრი ჭიჭინაძე, იურიხ კაროლინა, თედორე გრიგალაშვილი, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან მაჭარაშვილი, გურამ გოშთელიანი, გიორგი კოხრეიძე, ბექა ქავთარაძე, გიორგი გაბედავა, ჟეროენ ლუმუ, ლევან ყენია, გიორგი ჭანტურია.