2019 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება სასტუმრო შერატონში

News

2019 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება სასტუმრო შერატონში

27 დეკემბერს, სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2019-ზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წლის საუკეთესოები გამოავლინეს.

2019 წლის ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ლეგიონერი - ჯოვინო ფლამარიონი (დინამო, ბათუმი).

2019 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე - ხოსე პერალესი (დინამო, თბილისი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო მცველი - მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი - ლევან კუტალია (დინამო, თბილისი - 20 გოლი)

2019 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე (დინამო, ბათუმი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - გურამ სამუშია (სამტრედია)

ეროვნული ლიგა 2-ის 201
9 წლის სეზონის ბომბარდირი - გიორგი ნიქაბაძე (მერანი, თბილისი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2019 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - კახა კაჭარავა (სამტრედია)

დაჯილდოებაზე ასევე დასახელდა ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი:

მეკარე: ხოსე პერალესი (დინამო, თბილისი)

მცველები: ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), ვიქტორ მონხილი (დინამო, თბილისი), გურამ გიორბელიძე (დილა, გორი)

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო, თბილისი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლევან შენგელია (დინამო, თბილისი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი)

თავდამსხმელები: ჯოვინო ფლამარიონი (დინამო, ბათუმი), ლევან კუტალია (დინამო, თბილისი)

ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილი - გიორგი აჩელაშვილი (3000 ლარი), მეორე ადგილი - შალვა ჯანაშვილი (2000 ლარი), მესამე ადგილი - გაგი კირთაძე (1000 ლარი).

GFF AWARDS 2019-ზე ეროვნული ლიგის ‘ჩემი პროგნოზის’ გამარჯვებულს გიორგი რთველიაშვილს საჩუქრად სონი ფლეისთეიშენი გადაეცა.