თბილისის დინამოს კახა ჩხეტიანი გაწვრთნის

News

თბილისის დინამოს კახა ჩხეტიანი გაწვრთნის

  • ჩხეტიანი დინამოში 2 წლით დარჩება
  • როგორც კლუბის პრეზიდენტი ამბობს, დინამოს ხედვა უცვლელია...

ესპანელ მწვრთნელთა ჯგუფი - ფელის ვისენტეს და ჩისკო მუნიოსის სახით თბილისის დინამოს აღარ უხელმძღვანელებენ. მთავარი მწვრთნელის პოსტი ქუთაისის ტორპედოს ყოფილმა მწვრთნელმა - კახა ჩხეტიანმა ჩაიბარა.

დინამო არენას საპრესკონფერენციო დაბრაზში ქართველი მწვრთნელი კლუბის პრეზიდენტმა - რომან ფიფიამ და დირექტორმა - ზაზა დოლიძემ წარადგინეს. როგორც კლუბის პრეზიდენტი ამბობს, კლუბის სტრატეგია უცვლელი დარჩება და დინამო სწორებას ისევ აკადემიის აღზრდილებზე გააკეთებს.

რომან ფიფია: "ჩვენი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს წარმოგიდგენთ. ეს პირადად ჩემთვის და მთელი კლუბისთვის დიდი პატივია. მინდა მადლობა გადავუხადო ესპანელ სამწვრთნელო შტაბს, რომელთა ხელშიც დინამო ჩემპიონი გახდა."

"აკადემია ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. აღნიშნულით კახაც დაინტერესებულია და ახალგაზრდა ფეხბურთელების მთავარ გუნდში ინტეგრირებას გეგმავს."

"9 წელია, რაც დინამოს მესაკუთრე ვარ - ამ პერიოდში გუნდი ჩემპიონი ოთხჯერ გახდა. ყველა მწვრთნელი, რომელმაც დინამოსთან ერთად წარმატებას მიაღწია, თავისი სურვილით წავიდა და ვერცერთ მათგანს ძალით ვერ გავაჩერებდი. დაინტერესებული ვართ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების დამატებით და თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა აუცილებლად ვიმუშავებთ."

ზაზა დოლიძე: "ჩვენ ორწლიან კონტრაქტზე და გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმაზე შევთანხმდით. ხმაურიანი პროექტი გვაქვს. კახა ჩხეტიანი დინამოს მთლიან სპორტულ მიმართულებას ჩაიბარებს და მთავარ გუნდთან ერთად აკადემიასაც უხელმძღვანელებს. ჩვენი პრიორიტეტი აკადემიის განვითარება და იქ აღზრდილი ფეხბურთელების მთავარ გუნდში ინტეგრირებაა. კახა ამ იდეით მოხიბლულია და მიზნის ერთად მიღწევას ვგეგმავთ."

კახა ჩხეტიანი: "დინამოს აკადემიაში მთელი ქვეყნიდან უნიჭიერესი ბავშვები იყრიან თავს, მათ ყველა პრიობა აქვთ იმისათვის, რომ ბოლომდე გაიხსნასნ... შესაბამისად ასეთ პირობებში აკადემიიდან პირველი გუნდისთვის ბავშვების არჩევა არ გაგვიჭირდება და მეც ყველაფერს ვიზამ იმისათვის რომ მთა ხელი შევუწყოთ."

"ეტაპობრივად მთავარ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირება მოხდება. ვაპირებთ დინამო 2- ს შექმნას, სადაც აკადემიაში მოთამაშე ნიჭიერ ფეხბურთელებს პროფესიონალურად გაზრდის შესაძლებლობა მიეცემათ."