'იმნაძე სამი კვირა ვერ ივარჯიშებს, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მისი ჯანმრთელობაა' - ვარლამ კილასონია

News

'იმნაძე სამი კვირა ვერ ივარჯიშებს, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მისი ჯანმრთელობაა' - ვარლამ კილასონია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც ბოლნისის სიონსა და რუსთავს შორის გაიმართა, სტუმართა ფეხბურთელი ლუკა იმნაძე დაშავდა. პირველი ტაიმის მიწურულს, იმნაძესა  და ბოლნისელთა მეკარის - ოთო გოშაძის შორის მომხდარმა შეჯახებამ, რუსთაველთან 19 ნომერი მძიმედ დააზიანა - ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მძიმე ტვინის შერყევა დაუდგინდა.

? ვარლამ კილასონია: "ლუკა იმნაძე უახლოესი ორი დღის განმავლობაში საავადმყოფოში დარჩება. არსებული ვითარების გათვალისწინებით ის ვარჯიშს მინიმუმ სამი კვირა ვერ შეძლებს, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მისი ჯანმრთელობაა."