შანსი კონკურენტებს, ბათუმის დინამომ ივანწმინდაში წააგო!

News

შანსი კონკურენტებს, ბათუმის დინამომ ივანწმინდაში წააგო!

მოულოდნელი შედეგით დაიწყო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტური. გათამაშების ლიდერი გასვლაზე ივანწმინდაში საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა და შესაძლოა საჩემპიონო ქულებიც დაკარგა. ბათუმის დინამო თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. სახიფათო მომენტების დროს ძალიან კარგად გამოიყურებოდა საჩხერელთა გოლკიპერი დინო ჰამზიჩი. 

იშვიათი მომენტებიდან ერთ-ერთი, რომელიც აღნიშულ შეხვედრაში მასპინძლებს ჰქონდათ, გიორგი ფანცულაიამ გოლად 67-ე წუთზე აქცია. ამ სიტუაციაში ცალკე აღნიშვნის ღირსია  მიშიკო სარდალიშვილის იდეალური პასი. გაშვებული გოლის შემდეგ ბათუმის დინამო ბუნებრივია ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას და მინიმუმ ქულის გადარჩენას, მაგრამ მატჩის დასრულებამდე გია გეგუჩაძის გუნდმა კიდევ ერთი გოლი მიიღო საკუთარ კარში. 89-ე წუთზე ორამდე ჩიხურას უპირატესობა რატი არდაზიშვილმა ულამაზესი გოლით გაზარდა და საბოლოო შედეგი .დააფიქსირა. 

ამრიგად ბათუმის დინამომ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა დაკარგა, თუმცა ისევ რჩება ლიდერის პოზიციაზე, მანამ სანამ მისი კოკურენტები მიმდინარე ტურის მატჩებს გამართავენ. აღსანიშნავია, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა ბოლო ორი ბურთი საკუთარ კარში 3 ივლისს თბილსის დინამოსთან დაპირისპირებაში მიიღო. 

ამ დროისთვის ბათუმის დინამოს ანგარიშზე 64 ქულა და ამ მაჩვენებლით ისევ ლიდერობს გათამაშების ცხრილს. საჩხერის ჩიხურა კი 41 ქულით მე-5 ადგილზეა.