ოფიციალურად - დინამო ბათუმი მართვაში ლამინი ჯგუფს გადაეცა!

News

ოფიციალურად - დინამო ბათუმი მართვაში ლამინი ჯგუფს გადაეცა!

  • ბათუმის დინამო ლამინი ჯგუფს გადაეცა
  • ცერემონიამდე ბათუმელებს სიტყვით ლევან კობიაშვილმა მიმართა...

ბათუმში, დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის მატჩის დაწყებამდე, საზეიმო ვითარებაში აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ კლუბი უკვე ოფიციალურად მართვაში შპს 'ლამინი ჯგუფს' გადასცა.

ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი - ლაშა კომახიძე და 'ლამინი ჯგუფის' მფლობელი არჩილ ბერიძე.

1

მანამდე კი, სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს, სიტყვით ბათუმის მერმა - ლაშა კომახიძე, 'ლამინი ჯგუფის' მფლობელმა არჩილ ბერიძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა მიმართა.

? ლევან კობიაშვილი: "სრულიად საქართველო ამაყობს თქვენით, თქვენ შექმენით  სულ სხვა რეალობა ქართულ ფეხბურთში და ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. რაც აქ, ბათუმში ხდება ბოლო წლებში, ბოლო თვეებში - ეს ატმოსფერო დამერწმუნეთ სხვა ქალაქებისთვისაც გადამდებია. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიას, კლუბს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა - ყველა კლუბი უნდა იყოს კერძო - ეს არის სწორედ ის რისთვისაც ვიბრძვით და ვშრომობთ."

? არჩილ ბერიძე: "უპირველეს ყოვლისა, მადლობა აჭარის მთავრობასა და ფეხბურთის ფედერაციას. მადლობა ქომაგებს, ეს გუნდი კერძო არასდროს არ იქნება. დინამო ბათუმი თქვენი, მისი გულშემატკივრების იქნება."

? ლაშა კომახიძე: "სამი საათით ადრე ტრიბუნები სავსეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის დინამო ჩვენი ქალაქის განუყოფელი ნაწილია. ამ სავსე ტრიბუნებისთვის მადლობას გიხდით. დღეს ბათუმის დინამოს ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. გუნდმა ამ მემორანდუმით ახალი მიზნებისკენ და მწვერვალებისკენ უნდა დაიწყოს სვლა."