თბილისის დინამომ კუტალიას დუბლით მოიგო!

News

თბილისის დინამომ კუტალიას დუბლით მოიგო!

ჩიხურა 0:2 დინამო თბილისი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტური დღეს ორი თამაშით დასრულდა. მეორე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა ივანწმინდაში საჩხერის ჩიხურასა და თბილისის დინამოს შორის გაიმართა. დაპირისპირება ორმხრივ შეხვედრებში მიმდინარეობდა და მატჩის მიმდინარეობისას როგორ ერთ ისე მეორე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსი, მაგრამ პირველი გოლი მხოლოდ მატჩის მიწურულს გავიდა. ანგარიში სტუმრებმა გასხნეს. ჩიხურას კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი ლევან კუტალიამ გამოიყენა და დინამო დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი კუტალიამ მეორეს გაიტანა, დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. ამ გამარჯვებით დინამოელები გათამაშების ლიდერს ქულათა რაოდენობით  ისევ მიუახლოვდნენ და ბათუმის დინამოსთან მხოლოდ ერთქულიანი ჩამორჩენა რჩებათ. თბილისის დინამოს მთავარ კონკურენტთან შედარებით ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

ამ დროისთვის საჩხერის ჩიხურას 32 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა. თბილისის დინამო კი 57 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.

ვიტ ჯორჯია 0:2 გორის დილა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ბოლო შეხვედრაც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ვიტ ჯორჯიასა და გორის დილას შორის გამართული დაპირისპირება გიორგი ნემსაძის გუნდმა 2-0 მოიგო. ანგარიში თამაშში მე-5 წუთზე ვასილ ქისიევის ავტოგოლით გაიხსნა. მეორე გოლი გორელებმა თამაშის ბოლო წუთზე გაიტანეს. ვიტ ჯორჯიას კარი მიკოლა კოვტალიუკმა აიღო. დილა, რომელიც ჯერ კიდევ გასავარდნ ზონაში იმყოფება, დღევანდელი გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. 

28  ტურის შემდეგ ვიტ ჯორჯიას 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზეა. გორის დილა კი 31 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.