გორის დილა 0:0 რუსთავი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მეორე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი გორის დილა და რუსთავი დაუპირისპირდნენ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ორივე გუნდისთვის თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედ ქულა გახდა დღევანდელ შეხვედრაში დილასა და რუსთავის მონაგარი. აღნიშნული დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
27 ტურის შემდეგ გორის დილას 28 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება, რუსთავის აქტივში 30 ქულაა და ამ მაჩვენებლით გუნდი მე-7 პოზიციას იკავებს.
ბათუმის დინამო 2:1 ლოკომოტივი
საშინაო შეხვედრა გამართეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერებმა. ბათუმის დინამომ ანგისას ბაზაზე ლოკომოტივი მიიღო და ანგარიშით 2-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ დინამომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე დაპირისპირება მოიგო. მასპინძლებმა ანგარიში მატჩის 36-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით შეძლეს. ეს იყო ერთადერთი გოლი რომელიც პირველ ტაიმში გავიდა, მიუხედავად იმის, რომ ბათუმელებს რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ.
დაპირისპირების მეორე ნახევარი გია გეგუჩაძის გუნდის უპირატესობით დაიწყო, რომელიც საბოლოოდ მეორე გატანილ გოლში გამოიხატა. მე-60 წუთზე ორამდე დინამოს უპირატესობა ჯოვინო ფლამარიონმა გაზარდა. ეს გოლი ბრაზილიელი შემტევისთვის რიგით მე-12 გამოდგა. ამ მაჩვენებლით ფლამარიონმა ბომბარდირთა დავაში მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.სტუმრებმა დარჩენილ დროში მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს ისიც ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ გატალი ავტოგოლის წყალობით.
ამ დროისთვის ბათუმის დინამოს 55 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ლოკომოტივი კი 37 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.