'ერთად ვწერთ ისტორიას' - ევროპაბეთი ბათუმის დინამოს გენერალური სპონსორი გახდა!

News

'ერთად ვწერთ ისტორიას' - ევროპაბეთი ბათუმის დინამოს გენერალური სპონსორი გახდა!

  • 1,5-წლიანი კონტრაქტი
  • კომპანია აჭარულ კლუბში სოლიდურ ინვესტიციას განახორციელებს

ბათუმის დინამოს ახალი გენერალური სპონსორი ჰყავს, კომპანია ევროპაბეთმა ბათუმის დინამოსთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში კლუბში 600,000 ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. ბათუმის დინამოს მთავარი მედია-პარტნიორი კი POPSPORT.COM იქნება.

ევროპაბეთში აცხადებენ, რომ არჩევანის ბათუმური კლუბის სასარგებლოდ გაკეთებისას გადამწყვეტი ის ემოცია და სიხარული იყო, რომელიც დინამო ბათუმის საშინაო მატჩებზე ყოველთვის განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული. კომპანიის მიზანია, რომ ფეხბურთით სიამოვნებისა და სიხარულის გამოხატვის ეს ფენომენი უფრო მასშტაბური გახდეს.

მაია კოპინაძე (ევროპაბეთის აღმასრულებელი დირექტორი): “ბათუმის დინამო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო, თითქმის 100-წლიანი ისტორიის მქონე, ძალიან პოპულარული გუნდია. საინტერესო ფაქტორია ის, რომ დღეს საქართველოში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ბათუმის დინამოს ჰყავს. თუ ოდესმე ყოფილხართ ბათუმის დინამოს თამაშზე (თუ არა, გირჩევთ აუცილებლად დაესწროთ), საოცარ ატმოსფეროს დაინახავთ.

ამ გუნდის საშინაო მატჩებზე შესანიშნავი საფეხბურთო გარემო და უამრავი გულრწფელი გულშემატკივარია. ჩვენც, როცა ამას ვხედავთ და გვაქვს საშუალება, რომ გვერდით დავუდგეთ, დიდი სურვილი გაგვაჩნია და გვჯერა, რომ დავწერთ ძალიან დიდ ისტორიას კიდევ უფრო დიდი წარმატებისთვის. ეს იქნება კარგი პროექტი გუნდისთვის და მთელი საქართველოსთვის.”

1

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი): “ერთხელ მაინც ყოფილხართ ბათუმში მატჩის დღეს? გინახავთ, რა ხდება? სულ სხვა ატმოსფეროა, სხვა სიხარულია, სხვა ემოცია… ფულით ასეთ რაღაცებს ვერ იყიდი, ეს უბრალოდ არსებობს და ამას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი უფრო დიდი და მასშტაბური გახდეს. გვინდა, ხელი შევუწყოთ და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბათუმის დინამოს გვერდით დავუდგეთ.

მოლოდინი ერთი გვაქვს: გვინდა, რომ ეს დადებითი ემოცია რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ და ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთოთ ის, რაც აქამდე არ გაკეთებულა. ერთად დავწეროთ ისტორიის ახალი ფურცელი ბათუმის დინამოს ჩემპიონობით და ერთობლივი დიდი სიხარულის აღნიშვნით.

ევროპაბეთი ევროპული არ არის მარტო თავისი სახელით... ევროპული კომპანიაა, რაც ნიშნავს, რომ განსხვავებული ღირებულებები აქვს. ეს ღირებულებებია თანასწორობა, გამჭვირვალობა და მიზნისკენ სწრაფვა. სწორედ ეს დავინახეთ ბათუმის დინამოში!”

არჩილ ბერიძე (ბათუმის დინამოს ინვესტორი): “ჩვენი სურვილია, ევროპაბეთთან თანამშრომლობამ ძალიან დიდხანს გასტანოს. ერთად გავაკეთოთ ქართული ფეხბურთის და ბათუმის დინამოს საქმე. აჭარული კლუბი არასდროს ყოფილა საქართველოს ჩემპიონი და ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს არის ის დრო, როდესაც ევროპაბეთთან ერთად, ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონობას იზეიმებს.

1

ასლან ბალაძე (ბათუმის დინამო სპორტული დირექტორი): “ბათუმის დინამო ყოველთვის სამართლიანი თამაშის პრინციპების მიმდევარი იყო. აქედან გამომდინარე, ავირჩიეთ ევროპაბეთი - დიდი კომპანია, რომელიც ასევე სამართლიანი პრინციპების მიმდევარია.

ამ პროექტში ნახევარმილიონიანი ინვესტიციაა ჩადებული. ასეთი პროექტი ნამდვილად არ მახსენდება ბათუმის დინამოს ისტორიაში. ეს იმის მაუწყებელია, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები იქნება გადადგმული და ეს წაადგება კლუბს, ქალაქს და ქართულ ფეხბურთს.”