'იოლად არაფერს დავთმობთ' - სარდალიშვილი აბერდინთან მატჩის წინ

News

'იოლად არაფერს დავთმობთ' - სარდალიშვილი აბერდინთან მატჩის წინ

  • 20:45 | ჩიხურა V აბერდინი | დინამო არენა
  • "წინ ორი მატჩია და უიმედოდ ნამდვილად არ ვართ" - ამბობს სარდალიშვილი

საჩხერის ჩიხურამ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში, ასპარეზობას ლუქსემბურგის ფოლა გამოთიშა, ორივე მატჩი იდენტური ანგარიშით - 2:1 ჩიხურას სასარგებლოდ დასრულდა.

ლუქსემბურგელებს ორივე შეხვედრაში გოლი საჩხერელთა შემტევმა ნახევარმცველმა - მიხეილ სარდალიშვილმა გაუტანა, რომელიც შარშანდელ კამპანიაში - ბეიტარის და მარიბორის წინააღმდეგაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

როგორ გაიხსენებდი ფოლასთან მატჩებს?

ფავორიტები გახლდით და ალბათ შემდეგ ეტაპზე გასვლა მოგვეთხოვებოდა. მაგრამ ფოლა არ იყო სუსტი გუნდი. პირველ მატჩს გახსოვთ ალბათ ვაგებდით, მაგრამ შემდეგ თამაშის მიმდინარეობაში კორექტივები შევიტანეთ და საბოლოოდ მოვიგეთ. თბილისური მატჩი შედარებით იოლი გამოდგა, რადგან სტუმრები მალევე 10 კაცით დარჩნენ.

ფოლას დამარცხებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, მაგრამ აშკარად გამორჩეული იყავი, რაზეც ორ მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მეტყველებს...

მთავარი გუნდის წარმატებაა, მაგრამ არ დავმალავ გოლები ძალიან გამიხარდა, მითუმეტეს ლუქსემბურგში გატანილი ბურთი ჩემთვის ევროტურნირებზე პირველი იყო. იმედი მაქვს აბერდინთანაც ასევე კარგად წარმოვაჩენთ თავს.

აბერდინი შოტლანდიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, როგორ თამაშს ელი?

აბერდინის თამაშები უკვე ვნახეთ, ძალიან სწრაფი, შეტევაზე ორიენტირებული და ძალისმიერი გუნდია. გამოცდილებაც აქვთ, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ იოლად რამის დათმობას და შოტლანდიაში ტურისტებად ჩასვლას. წინ ორი მატჩია და უიმედოდ ნამდვილად არ ვართ.