- ტორპედოს მარცხენა ფლანგელი დინამოს შეუერთდა
- გიორგი ქიმაძე სხვადასხვა დროს საჩხერის ჩიხურაში და ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა
ქუთაისის ტორპედოს ერთ-ერთი ლიდერი - გიორგი ქიმაძე თბილისის დინამოში ითამაშებს. ქუთაისელთა მარცხენა ფლანგელი კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და ამ წლების მანძილზე გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ.
გიორგი ქიმაძე შარშან ტორპედოელთა რიგებში ევროთასებზე ერთ-ერთი საუკეთსო იყო, მარცხენა ფლანგელმა გულშემატკივარს თავი ვიკინგურთან, კუკეშისთან და ტირასპოლის შერიფთან გატანილი გოლებით დაამახსოვრა.