თბილისის დინამომ ლიდერებთან ქულათა სხვაობა შეამცირა!

News

თბილისის დინამომ ლიდერებთან ქულათა სხვაობა შეამცირა!

თბილისის დინამო 1:0 ჩიხურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში თბილისის დინამო საკუთარ მოედანზე საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა,  თამაში მინიმალური ანგარიშით მოიგო და ძალიან მნისვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.  მთელი მატჩის განმავლობაში გუნდები ნაკლებად ქმნიდნენ რეალურ საგოლე მომენტებს, თუმცა მე-80 წუთზე საჩხერელთა კარში დანიშნული ჯარიმა დედაქალაქელებმა კარგად გამოიყენეს.  ნიკა ნინუას დარტყმულის წინაშე სტუმართა გოლკიპერი უძლური აღმოჩნდა. ჩიხურას დამარცხებით დინამომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოგებათა სერია 5 მატჩამდე გაზარდა. მას შემდეგ რაც საბურთალომ და ბათუმის დინამომ  ფრედ ითამაშეს, დედაქალაქელები ქულათა რაოდენობით კიდევ უფრო მიუახლოვნენ  ლიდერებს.

19 ტურის შემდეგ თბილისის დინამო 35 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ საბურთალოს 4 ქულით ჩამორჩება. საჩხერის ჩიხურას კი 23 ქულა აქვს და მე-6 პოზიციას იკავებს.

დილა 2:0 ვიტ ჯორჯია

ტურის ბოლო დაპირისპირებაც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. გორის დილამ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე ვიტ ჯორჯია მიიღო  ანგარიშით 2-0 დაამარცხა. გიორგი დეკანოსიძის  გუნდმა ანგარიში მეორე ტაიმის საწყის წუთებში გახსნა. 47-ე წუთზე გორელები დიდიე კოუგბენიამ დააწინაურა, ხოლო სამ წუთში ორამდე მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გურამ გოშთელიანმა გაზარდა.

ამ დროისთვის გორის დილას 22 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. ვიტ ჯორჯია 14 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

ფოტო: ბადრი კეთილაძე (c)