კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში გაიმართება. სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვირებული ბათუმის დინამო გათამაშების ლიდერ საბურთალოს უმასპინძლებს. გია გეგუჩაძის გუნდის მთავარი ამოცანა მინიმუმ არსებული მდგომარეობის შენარჩუნება იქნება. დადებითი შედეგის მისაღწევად ბათუმელები სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროს გამოყენებასაც შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ დინამოს მატჩი ტრიბუნებზე ფაქტობრივად ანშლაგის ფონზე მიმდინარეობს.
გასულ ტურში გია გეგუჩაძის შეგირდებმა გასულ ტურში თბილისის ლოკომოტივი დაამარცხეს ანგარიშით 2-1. ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი გაინაღდეს და საბურთალოს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან. თუკი დღეს მასპინძლები სამი ქულის მოპოვებას შეძლებენ პირველ ადგილზე აღმოჩნდებიან, რაც ბათუმელების მოტივაციას ერთიორად ზრდის.
ძალიან კარგად ჩაატარა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრე მოქმედმა ჩემპიონმა. საბურთალომ 9 თამაშის ჯამში 21 ქულის მოპოვება მოახერხა და გათამაშების ცხრილს 21 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. პირველი წრის დაპირისპირება გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბათუმის დინამოს მინიმალური ანგარიშით 1-0 მოუგო, ასეთივე შედეგით დასრულდა მატჩი, რომელიც ამ გუნდებმა დავით ყიფიანის სახელობით საქართველოს თასის ფარგლებში გამართეს. ბუნებრივია, საბურთალოელები დღევანდელ თამაშშიც სამი ქულისთვის იბრძოლებენ.
დღევანდელ შეხვედრაში სტუმრებს დისკვალიფიცირებული ვლადიმერ დვალიშვილი ვერ დაეხმარებათ.
ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 10 მატჩიდან სტატისტიკა აშკარად დედაქალაქური კლუბის სასარგებლოდ არის. საბურთალომ 7 თამაშის მოგება მოახერხა, ორჯერ მოიგო ბათუმის დინამომ, ხოლო ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
ბათუმის დინამოსა და საბურთალოს შორის ჩასატარებელი შეხვედრა 21:00 დაიწყება.