მე-7 ტური: უხვგოლიანი მატჩები დინამო არენაზე და ბოლნისში

News

მე-7 ტური: უხვგოლიანი მატჩები დინამო არენაზე და ბოლნისში

  • ჩიხურა 1-0  ლოკომოტივი 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურმა სტარტი 6 აპრილს საჩხერის ,,ჩიხურსა“ და თბილისის ,,ლოკომოტივის“ შეხვედრით აიღო. სოსო ფრუიძის  გუნდმა სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილშიც წინ წაიწია. ლოკომოტივთან დაპირისპირებაში ჩიხურა მატჩის 50-ე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ დააწინაურა.  მის მიერ გატანილი გოლი მატჩში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონაში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა. დედაქალაქელებმა აუტსაიდერთა შორის გადაინაცვლეს.

7 ტურის შემდეგ ჩიხურას 10 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-4 პოზიციაზე იმყოფება. ლოკომორივი კი 6 ქულით მე-8 ადგილზეა.

  • სიონი 2-4 ბათუმის დინამო 

ჩემპიონატის მე-7 ტურის მეორე სათამაშო დღის პირველი მატჩი, რომელიც ბოლნისის ,,სიონსა“ და ბათუმის ,,დინამოს“ შორის გაიმართა საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. საერთო ჯამში დაპირისპირებაში 6 გოლი გავიდა აქედან 4 სტუმრებმა გაიტანეს. მასპინძლები აღნიშნულ მატჩში მე-12 წუთზე დაწინაურდნენ ვილი  ისიანის მიერ გატანილი გოლით. მე-20 წუთზე წონასწორობა ჯოვინო ფლამარიონმა აღადგინა, ხოლო რამდენიმე წუთში გია გეგუჩაძის გუნდი წინ გიული მანჯგალაძემ გაიყვანა.

შეხვედრის მეორე ნახევარში კერძოდ 59-ე წუთზე ჯაბა უგულავამ ზუსტად გამოიყენა თერთმეტმერიანი დარტყმა და ბოლნისელებმა ანგარიში გაათანაბრეს. თამაშის მიწურულს რომან ჭანტურიამ ბათუმელები  ისევ დააწინაურა. თამაშში საბოლოო შედეგი ჭანტურიამ დააფიქსირა, მან მეოთხე გოლი გაიტანა,  საკუთარ ანგარიშზე დუბლი მიითვალა, ხოლო თავის გუნდს კი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ამ დროისთვის  ბოლნისის ,,სიონს“ 8 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა, ბათუმის დინამოს 13 ქულა მოუგროვდა და მეოთხე პოზიციას იკავებს.

  • თბილისის  დინამო 3-1 რუსთავი 

უხვგოლიანი გამოდგა დინამო არენაზე გამართული დაპირისპირებაც, რომელიც მასპინძლებმა ანგარიში 3-1 მოიგეს. მასპინძლებმა შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად დაიწყეს და ანგარიშიც 29-ე წუთზე გახსნეს. ლევან შენგელიამ პენალტი ზუსტად გამოიყენა, 33-ე წუთზე ორამდე დინამოელთა უპირატესობა აკაკი შულაიმ გაზარდა და შესვენებაზე დინამო სწორედ  ამ ანგარიშით გავიდა. ლევან შენგელიამ მატჩის მეორე ნახევარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დუბლი გაიფორმა.   გაშვებული მესამე გოლის შემდეგ სტუმრები მეტად გააქტიურდნენ. ცვლილებაზე შესულა ლუკა იმნაძემ ერთი ბურთის გაქვითვაც შეძლო, მაგრამ საერთო შედეგზე ამას ზეგავლენა  არ მუხდენია.

7 ტურის შემდეგ თბილისის დინამო 13 ქულით გათამაშების ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს, რუსთავი კი 3 ქულით ბოლო ადგილზე რჩება.

  • დილა 0-2 ტორპედო 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მეორე სათამაშო დღეს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დასრულდა, სადაც ერთმანეთს გორის ,,დილა“ და ქუთაისის ,,ტორპედო“ დაუპირისპირდნენ.  მასპინძლები აუტსაიდერთა ზონაში არიან და ყოველ ქულას მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ შეხვედრაში ამის გაკეთება გიორგი დეკანოსიძის გუნდმა ვერ მოახერხა. სტუმრებმა აშკარა უპირატესობის მოპოვება მას შემდეგ შეძლეს რაც მოედნიდან მატჩის მთავარმა არბიტრმა ალვინ ფორტესი გააძევა. მალევე ტურპედომ ანგარიში ბრაზილიელი ლეგიონერის რიჩარდ ლუკას სადებიუტო გოლით გახსნა.

 88-ე წუთზე იგივე ლუკამ თერთმეტმეტრიანი დარტყმაც ზუსტად შეასრულა და წერტილი დაუსვა  იმერული გუნდის  3 ქულას.

 7 ტურის შემდეგ გორის დილას 5 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. ქუთაისის ტორპედო კი 13 ქულით მესამე ადგილს იკავებს .

(ფოტო: ბადრი კეთილაძე)