ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პრეზენტაცია სასტუმრო ბილტმორში გაიმართება!

News

ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პრეზენტაცია სასტუმრო ბილტმორში გაიმართება!

1 მარტს 12:30 საათზე, საქართველოში ეროვნული ლიგის ახალი სეზონი იწყება. 2019 წლის სეზონში, ეროვნულ ლიგას ახალი სპონსორი და მთავარი პარტნიორი ეყოლება.

ახალ პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობა ოფიციალურად 1 მარტს გაფორმდება, სწორედ ამიტომ, მედიის წარმომადგენლებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ სასტუმრო ბილტმორში ეროვნული ლიგის მთავარ პარტნიორთან  კონტრაქტის ხელის მოწერის ცერემონიაზე და ეროვნულ ლიგაში დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციაზე.