თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2019-ის პირველი სათამაშო დღე მეოთხედფინალური შეხვედრებით დასრულდა.
ცხინვალი 2:1 დილა
გოლები: 0:1 ჩადუნელი (11), 1:1 ქურდაძე (17), 2:1 მაღალდაძე (24)
დრამატული გამოდგა "ცხინვალისა" და "დილას" დაპირისპირება. გორელებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს და გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და შეხვედრის ბოლო წუთზე დამარცხდნენ. "დილადან" ერთადერთი გოლი, გია ჩადუნელის ანგარიშზეა, "ცხინვალის" მხრიდან კი, შედეგიანი დარტყმებით გიორგი ქურდაძე და გიორგი მაღალდაძე გამოირჩნენ.
თელავი 3:5 დინამო თბ
გოლები: 0:1 გულდედავა (6), 0:2 გულდედავა (13), 0:3 ჯანგველაძე (15), 0:4 აწყურელი (17), 1:4 რუხაძე (17), 1:5 აწყურელი (18), 2:5 ნ. ბაშელეიშვილი (22), 3:5 ნ. ბაშელეიშვილი (23)
მეორე მეთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს "თელავი" და თბილისის "დინამო" შეხვედნენ. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 5:3 დასრულდა. ტერიტორიულ უპირატესობას თელაველები ფლობდნენ, თუმცა თბილისელები კონტრშეტევებზე მოქმედებდნენ შედეგიანად. პირველი ნახევარი "დინამოს" გამარჯვებით 1:0 დასრულდა, მეორე ტაიმის სტარტზე კი, კახაბერ კაკაშვილის გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და 4:0 დაწინაურდა. ანგარიშის მიუხედავად "თელავმა" ბოლომდე იბრძოლა და მატჩის მიწურულს შეხვედრა დაიძაბა, თელაველთა მხრიდან რუხაძისა და ბაშელეიშვილის (2) გოლებს დინამოელმა აწყურელმა უპასუხა და საბოლოო ანგარიში - 3:5 დაფიქსირდა.
ზამთრის თასი 2019-ის ნახევარფინალში "ცხინვალისა" და თბილისის "დინამოს" მეტოქეები ხვალინდელი სათამაშო დღის შემდეგ გაირკვევა. 12 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში მეორე სათამაშო დღის შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება.