ნორჩი დინამო - ახალი სეზონიდან, ახალი სახით...

News

ნორჩი დინამო - ახალი სეზონიდან, ახალი სახით...

  • თბილისური კლუბი სახელის შეცვლას და რებრენდინგს აპირებს

ეროვნული ლიგა 2-ის კლუბი ნორჩი დინამო მომავალი სეზონიდან სახელის შეცვლას და რებრენდინგს აპირებს. ამის შესახებ ერვონული ლიგის ვებ-გვერდს, კლუბის დირექტორი ირაკლი შენგელია ესაუბრა...

"გვსურს მომავალი სეზონიდან ახალი სახელით და ახალი ლოგოთი ვითამაშოთ..." ამბობს შენგელია. "ძველი თბილისური კლუბის - თბილისის მერანის სახელის აღდგენას ვფიქრობთ და ამის შესახებ წერილობით უკვე ვაცნობეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას."

თბილისელებმა განვლილი ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულეს, ხოლო კლუბის ლიდერი - იაგო დეისაძე 12 გოლით და 8 საგოლე პასით (ყველაზე მეტი ჩემპიონატში) ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ.