ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი დასრულდა. ქვეყნის ჩემპიონმა საბურთალომ, ბოლო ტურში სამტრედიას გასვლაზე, ზესტაფონში 4:1 მოუგო და გათამაშება 79 ქულით დაასრულა.
დინამო თბილისი მეორე პოზიციაზეა, ზაურ სვანაძის გუნდი 36 ტურის მატჩში, გორის დილასთან სახლში დამარცხდა. დინამოელები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.
მესამე-მეოთხე ადგილებზე ქუთაისის ტორპედო და საჩხერის ჩიხურა გავიდნენ. იქედან გამომდინარე, რომ ქუთაისელებმა საქართველოს თასის მოგებაც შეძლეს, საჩხერელების მე-4 პოზიცია ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის გარანტი გახდა.
რაც შეეხება ცხრილის ქვედა ნაწილს, ბოლნისის სიონი და სამტრედია ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტების ორმატჩიან რაუნდში იბრძოლებენ, ხოლო ფოთის კოლხეთმა ლიგა 2-ში გადაინაცვლა.