კოლხეთი 1913 0:0 ტორპედო ქუთაისი
ეროვნული ლიგის მეორე ადგილოსანმა თბილისის დინამომ, ივნისის შემდეგ ლიგაში პირველი მატჩი წააგო - დინამოელები გასვლაზე გორის დილასთან დამარცხდნენ. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა, როემლმაც ყოფილი გუნდის კარი თავური დარტყმით აიღო.
ეროვული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ქულები ფოთში, ლიგის ბოლო ადგილოსანის - კოლხეთი 1913-ის წინააღმდეგ მატჩში დაკარგა. კახა ჩხეტიანი სიონთან გამარჯვების შემდეგ ამბობდა, რომ ქუთაისელები ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეეცდებოდნენ. ტორპედო ამჟამად მეოთხე ადგილზე იმყოფება და მესამე ადგილოსან გორის დილას 7 ქულით ჩამორჩება.
ქუთაისელები მომდევნო მატჩს სწორედ დილას წინააღმდეგ გამართავენ. თუმცა რამაზ შენგელიაზე დაგეგმილი მატჩი, გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. გასულ სეზონში, თბილისის დინამოსთან 'საჩემპიონო მატჩში' მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ქუთაისელებს ორი საშინაო შეხვედრის უგულშემატკივროდ გამართვა მიესაჯათ.