- საბურთალო 0:3 ტორპედო
- 0:1 ქიმაძე (14), 0:2 კაპანაძე (75), 0:3 დაფე (84)
ქუთაისის ტორპედომ, ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩში, ჩემპიონატის ლიდერი - თბილისის საბურთალო მიხეილ მესხზე 0:3 დაამარცხა.
პირველი გოლი შეხვედრაში ევროთასებზე ქუთაისელთა ერთ-ეთმა საუკეთესო მოთამაშემ - გიორგი ქიმაძემ გაიტანა, შემდეგ სხვაობა ორამდე თორნიკე კაპანაძემ გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში ტორეპდოს სენეგალელმა ლეგიონერმა - არფანგ დაფემ დააფიქსირა.
"ტორპედო ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას ბოლომდე შეეცდება" ამბობს კახა ჩხეტიანი. "პირველობისთვის ბრძოლა გამორიცხული არაა, ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი საბურთალოსთან მოგება..."
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის გამო, ქუთაისელებს ეროვნულ ლიგაში მხოლოდ 22 მატჩი აქვთ ჩატარებული. შემდეგ მატჩს ტორპედო სახლში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სიონის წინააღმდეგ ჩაატარებს. ბოლნისელებმა მიხეილ მესხი 2-ზე, გასულ ტურში თბილისის დინამოსთან ფრე - 0:0 ითამაშეს.