მეორე წრის საუკეთესო მოთამაშე - კიტეიშვილს ავსტრიაში წასვლამდე კუთვნილი ჯილდო გადასცეს...

News

მეორე წრის საუკეთესო მოთამაშე - კიტეიშვილს ავსტრიაში წასვლამდე კუთვნილი ჯილდო გადასცეს...

  • დინამოს კაპიტანი ავსტრიის ბუნდესლიგაში ითამაშებს
  • ოთარ კიტეიშვილი მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს...

თბილისის დინამოს კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პრიზი 22 წლის მოთამაშეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა გადასცა.

კიტეიშვილი დინამოს ღირსებას 2014-2018 წლებში იცავდა, თბილისური გუნდის მაისურით ჩაატარა 126 მატჩი, სადაც 17 გოლის გატანა შეძლო. დინამოელთა კაპიტანი კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგის გუნდში - შტურმ გრაცში გააგრძელებს.