16 ივლისს, 16:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის ანალიტიკური სისტემა ოფიციალურად გადაეცემათ. ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების დირექტორები და მწვრთნელები დაესწრებიან.
დღესვე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ანალიტიკოსი, ირაკლი ჩიტაური კლუბების წარმომადგენლებს პოლარის სისტემის შესახებ პრეზენტაციის სახით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბები პოლარის ანალიტიკური სისტემით ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით ისარგებლებენ.
News