ევროთასები: დინამოს ფრე სლოვაკეთში, ჩიხურა ბეითარს დაუზავდა!

News

ევროთასები: დინამოს ფრე სლოვაკეთში, ჩიხურა ბეითარს დაუზავდა!

  • დუნაისკა სტრედა 1:1 დინამო თბილისი
  • ჩიხურა 0:0 ბეითარ იერუსალიმი

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის მატჩები გაიმართა, სადაც - დინამო თბილისმა მატჩი გასვლაზე, სლოვაკეთში - დუნაისკა სტრედას წინააღმდეგ ჩააატარა და შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა. 

საჩხერის ჩიხურამ მიხეილ მესხზე ბეითარ იერუსალიმს უმასპინძლა და მატჩი სლოვაკეთის მსგავსად, აქაც ფრედ - 0:0 დასრულდა. საჩხერლებს რამდენიმე ეპიზოდში გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მომენტის რეალიზება ვერ შეძლეს და 19 ივლისის სამასუხო მატჩს, ტედი სტედიუმზე უგოლო ფრით შეხვდებიან.

ბეითარი

"გატანილი გოლის შემდეგ, მოვეშვით და ამისთვის დავისაჯეთ..." განაცხადა პრესკონფერენციაზე დინამოელთა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ. "ფლანგების თამაშით უკმაყოფილო ვარ, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში... თუმცა ეს გასაგებია, შულაია 1 თვე ტრამვირებული იყო და სათამაშო პრაქტიკა აკლდა."

შეხვედრის 15' წუთზე დინამოელთა კაპიტანმა - ოთარ კიტეიშვილმა ფლანგზე ეფექტურად ითამაშა, ბურთი ბუდუ ზივზივაძეს გადააწოდა და თბილისელთა შემტევმაც ანგარიში გახსნა - 1:0. გოლის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ - 30-ე წუთზე ვაკუნ ბაიომ სტანდარტული სიტუაცია კარგად გამოიყენა და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1. 

? დინამოელთა პრესკონფერენცია

დუნაისკაია სტრედას შეტევებს, დინამოელებმა მატჩის მიწურულს კონტრ-შეტევით უპასუხეს, დინამოს 19 წლის ნახევარმცველმა ნიკა ნინუმა მეტოქე მცველის ცუდი თამაშით ისარგებლა, საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი მათე ვაწაძეს გადააწოდა, გამოცდილი ფორვარდის დარტყმული კი ძელს მოხვდა.

? ყოფილი დინამოელი თბილისელებს ახმხნევებს