- საქართველოს ჩემპიონი ტირასპოლის შერიფს შეხვდება
- პირველ მატჩს ტორპედო ქუთაისში ჩაატარებს
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის წილისყრა გიმართა, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონის - ქუთაისის ტორპედოს პირველი მეტოქე გამოვლინდა.
ქუთაისელები მოლდოვის მოქმედ ჩემპიონს და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს - ტირასპოლის შერიფს დაუპირისპირდებიან. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 10-11 და 17-18 ივლისს გაიმართება. კახაბერ ჩხეტიანის გუნდი, პირველ მატჩს სახლში ჩაატარებს.
ტორპედოს სავარაუდო მეტოქეები იყვნენ: აპოელი (კვიპროსი), ყარაბაღი (აზერბაიჯანი), შერიფი (მოლდოვა), ნიუ საინთსი (უელსი), ვიდეოტონი (უნგრეთი).
ხვალ, 20 ივნისს ევროპა ლიგის წილისყრა გაიმართება, სადაც საქრთველოდან 3 კლუბი - დინამო თბილისი, სამტრედია და ჩიხურა იქნებიან წარმოდგენილი. გაიგე მეტი