ევროსეზონი ახლოვდება – როგორია ეროვნული ლიგის კლუბების პერსპექტივა

News

ევროსეზონი ახლოვდება – როგორია ეროვნული ლიგის კლუბების პერსპექტივა

  • ვრცლად წილისყრის და მოახლოვებული ევროტურნირების შესახებ

მსოფლიოს ჩემპიონატის მოლოდინში მყოფ ქართველ გულშემატკივრებს კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა ელით12 ივნისს ევროტურნირების საწყისი ეტაპების წილისყრა გაიმართება, ჩვენ კი 20 ივნისს შევიტყობთ იმ კლუბების ვინაობას, რომლებიც ევროპა ლიგაზე ჩვენს წარმომადგენლებს გაუწევენ მეტოქეობას.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონს - ქუთაისის ტორპედო 19 ივნისს შეუწყვილდება რომელიმე ევროპულ გუნდსჩემპიონთა ლიგაზე ტორპედო პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და განუთესავი იქნება. მისი პოტენციური მეტოქეების სია საკმაოდ შთამბეჭდავია:

აპოელი (კვიპროსი), ჰაპოელი ბეერ-შევა (ისრაელი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ყარაბახი (აზერბაიჯანი), სელტიკი (შოტლანდია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), რუსენბორგი (ნორვეგია), მალმიო (შვედეთი), შერიფი (მოლდოვა), კუკეში (ალბანეთი), ვიდეოტონი (უნგრეთი), ასტანა (ყაზახეთი), ზრინსკი (ბოსნია), ნიუ საინთსი (უელსი), ჰიკი (ფინეთი).

ტორპედო პირველ მატჩს 10 ან 11 ივლისს გამართავს.

როინ კვასხვაძე, ტორპედოს კაპიტანი:

ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, რომელსაც განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. საქართველოს ჩემპიონები ვართ, რაც გვავალდებულებს, ჩვენი ქვეყნის ღირსება დავიცვათ. ევროსეზონამდე მცირე დრო რჩება და იმედია, ამ პერიოდში ტორპედო შემადგენლობის გაძლიერებას მოასწრებს.

რაც შეეხება სავარაუდო მეტოქეებს, ყველა მათგანი თავისი ქვეყნის ჩემპიონია და შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, მაღალი კლასის გუნდთან გვექნება საქმე. ქუთაისელი და ზოგადად, ქართველი ქომაგი ჩვენგან წარმატებას ელის და ყველაფერს ვიღონებთ საიმისოდ, რომ იმედი არ გავუცრუოთ.

ტორპედო

ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონიდან არაერთი სიახლეაგაზრდილია საკვალიფიკაციო ეტაპების რაოდენობა (პირველ რაუნდს, წინ წინასწარი რაუნდი უძღვის, რომლისგანაც საქართველოს ჩემპიონი თავისუფალია), მომატებულია ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად შემსვლელთა რაოდენობაც და შესაბამისად, საკვალიფიკაციოდან იქ მოხვედრა - ერთი-ორად გართულებულია. პატარა ქვეყნებისთვის შეღავათი მხოლოდ ისაა, რომ პირველ რაუნდში მარცხის შემთხვევაშიც კი, კლუბი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.

აუცილებლად სათქმელია, რომ მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ტორპედო არასტაბილურად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილის შუაშია მოქცეული. თუმცა ქუთათურებს იმედი აქვთ, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერდებიან და გუნდიც უკეთეს კონდიციაში იქნება.

გადავინაცვლოთ ევროპა ლიგაზე, სადაც სამი ქართული კლუბი ითამაშებს და ბრძოლას სამივე პირველი ეტაპიდან დაიწყებს. იღბლიანი წილისყრის ყველაზე მეტი შანსი კი დინამოს აქვს, რადგან ქართულ კლუბებს შორის განთესილი მხოლოდ საქართველოს ვიცე-ჩემპიონია.

დინამოს სავარაუდო მეტოქეები:

სკუპი (მაკედონია), კუპსი, ილვესი, ლაჰტი (ყველა - ფინეთი), შამროკ როვერსი, დერი სიტი (ორივე - ირლანდია), რიგასი, ლიეპაია (ორივე - ლატვია), ნარვა, ტრანსი (ესტონეთი), სტუმბრასი, თრაკაი (ორივე - ლიეტუვა), განძასარი, ბანანცი, პიუნიკი (ყველა - სომხეთი), ბალზანი (მალტა), რასინგი, პროგრესი (ორივე - ლუქსემბურგი), კოლრეინი, გლენავონი, კლიფტონვილი (ყველა - ჩრდილოეთ ირლანდია), ნომადსი (უელსი), რუნავიკი, ტორსჰავნი (ორივე - ფარერები), ვადუცი (ლიხტენშტაინი), ლევადია (ესტონეთი), სტიარნანი, იბვ (ორივე - ისლანდია), ფერენცვაროში, უიპეშტი (ორივე - უნგრეთი), დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი), პოდგორიცა (ჩერნოგორია), შიროკი ბრიეგი (ბოსნია), პარტიზანი, ლუფტელარი, ლაცი (ყველა - ალბანეთი), მილსამი, პეტროცუბი, ზარია (ყველა - მოლდოვა), ევროპა (გიბრალტარი).

ოთარ კიტეიშვილი, დინამოს კაპიტანი:

„გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, ევროპა ლიგის სტარტისთვის კიდევ უფრო უკეთეს კონდიციებში ვიქნებით. კარგია, რომ ევროტურნირებისთვის მზადება ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარეობისას გვიწევს.

რაც შეეხება პირველი რაუნდის წილისყრას, არ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მეტოქის ფაქტორს. ეს ეტაპი ყოველ მიზეზგარეშე უნდა გადავლახოთ და შევეცდებით, სხვა მეტოქეებსაც ვაჯობოთ.“

კიტეიშვილი

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გამართვის თარიღი 12 ივლისი და 19 ივლისია.

შედარებით რთულად არის იმერული კლუბების საქმე. საქართველოს თასის მფლობელი საჩხერის ჩიხურა და ეროვნული ლიგის ბრინჯაოსმედალოსანი სამტრედია ევროპა ლიგის პირველ რაუნდში განუთესავები იქნებიან.

ესეც რომ არ იყოს, დასაფიქრებელია მათი ამჟამინდელი ფორმა. განსაკუთრებით საფრთხილო სამტრედიას ბოლოდროინდელი შედეგებიაამ მომენტისთვის, ბადრი კვარაცხელიას გუნდი ეროვნულ ლიგაში ბოლო ადგილზეა...

შოთა კერძევაძე, სამტრედიას კაპიტანი:

დღეს სამტრედია ვერ აჩვენებს კარგ შედეგებს, მაგრამ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც გვჯერა, რომ ეს ჩავარდნა დროებითია და მალე პროგრესის გზას დავადგებით. ევროტურნირები კარსაა მომდგარი და დროულად გვმართებს ფორმაში შესვლაც და შემადგენლობის გაძლიერებაც.

იქ არ არსებობს იოლი მეტოქე და თუნდაც ერთი ეტაპის გადასალახად დიდი ძალისხმევა გვმართებს. იმედია, წილისყრაშიც გაგვიმართლებს. ამ შემთხვევაში სრულიად რეალურად მიმაჩნია, რომ სამტრედიამ ქვეყნის სახელი ღირსეულად დაიცვას.

სამტრედია

თუმცა ამ ორ კლუბს შორის განსხვავება სხვა რამეშიცაა: საჩხერელები არსებული რესურსით აპირებენ ევროპაში თამაშს, სამტრედიელები კი ლეგიონერების ჩამოყვანას და გუნდის ამ გზით გაძლიერებას გეგმავენ...

საჩხერელთა და სამტრედიელთა სავარაუდო მეტოქეთა სიაც მეტად სოლიდურია:

კოპენჰაგენი, ნორდშელანდი (ორივე - დანია), მარიბორი, დომჟალე (ორივე - სლოვენია), მაქაბი თელ-ავივი, ბეითარი (ორივე - ისრაელი), პარტიზანი, რადნიჩკი, სპარტაკი (ყველა - სერბეთი), მიოლდე (ნორვეგია), აპოლონი, ანორთოსისი (ორივე - კვიპროსი), დინამო, შახტიორი (ორივე - ბელარუსი), ლეხი, გურნიკი (ორივე - პოლონეთი), ფჰ (ისლანდია), დანდალკი (ირლანდია), ჟალგირისი (ლიეტუვა), გაბალა, კეშლა, ნეფთჩი (ყველა - აზერბაიჯანი), ოსიეკი (ხორვატია), ვარდარი (მაკედონია), ტრენჩინი, სლოვანი (ორივე - სლოვაკეთი), ვიტორული (რუმინეთი), აიკ, ჰეკენი (ორივე - შვედეთი), ნიომე (ესტონეთი), სლავია, ცსკა, ლევსკი (ყველა - ბულგარეთი), ვენტსპილსი (ლატვია), რეინჯერსი, ჰიბერნიანი (ორივე - შოტლანდია), ქაირათი, ირტიში, ტობოლი (ყველა - ყაზახეთი), ფოლა (ლუქსემბურგი), სარპსბორგი (ნორვეგია), რაბოტნიჩკი (მაკედონია), სარაევო, ჟელეზნიჩარი (ორივებოსნია), მლადოსტი (ჩერნოგორია).

სოსო ფრუიძე, ჩიხურას მთავარი მწვრთნელი:

„ევროსეზონს გაახალგაზრდავებული გუნდით ვხვდებით. ასეთ სიტუაციაში არაერთხელ ვყოფილვართ, მაგრამ თავი არ შეგვირცხვენია.

ყველანაირად ვეცდებით, რომ ამჯერადაც ღირსეულად გამოვიდეთ. საამისოდ კი, ცხადია, იღბლიანი წილისყრაც დაგვჭირდება. მაგალითად, ვისურვებდი, რომელიმე ბალტიისპირული კლუბი გვერგოს მეტოქედ.“

ჩიხურა