მშვიდობა ომზე მეტია!

News

მშვიდობა ომზე მეტია!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უერთდება ქართველი ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას - მშვიდობა ომზე მეტია, რომელიც კვირას, 4 მარტს, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. 

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით,  კვირას, 4 მარტს  გასამართი ეროვნული ლიგის ორივე შეხვედრა - ლოკომოტივისა და სამტრედიას მატჩი და ასევე თბილისის დინამოსა და რუსთავის შეხვედრა, ნაცვლად დაგეგმილისა, ჩატარდება ორშაბათს 5 მარტს.
 
ორშაბათის კალენდარი ასე გამოიყურება:

ორშაბათი, 5 მარტი, 2018

ლოკომოტივი - სამტრედია 15:30 
დინამო თბ. -რუსთავი 18:00
საბურთალო - სიონი 20:00