საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. იმერულ კლუბს თურქულ შეკრებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი შეუერთდა.
დაუშვილის ბოლო კლუბი უნგრული "დიოშდიორი" იყო. საყრდენი ნახევარმცველი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან ასპარეზობს და დღემდე ქვეყნის უპირველესი გუნდის მაისურით 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
დაუშვილთან ერთად "სამტრედიას" კიდევ ერთი ნახევარმცველი შეუერთდა - მომავალ სეზონში იმერული კლუბის ღირსებას ჰოლანდიელი - ლუკას ვინსენტ ვეილი დაიცავს. 2008-2010 წლებში ვეილი ინგილისურ "ლივერპულში" ირიცხებოდა. მისი ბოლო კლუბი კი, მალაიზიური "პერაკი" იყო.