ზამთრის თასი 2018 - პირველი დღე

News

ზამთრის თასი 2018 - პირველი დღე

12 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშებამ. ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბები ერთმანეთს ცენტრალურ დარბაზში დაუპირისპირდნენ. 

ზამთრის თასი 2018-ის პირველი სათამაშო დღე „გ“ ჯგუფის მატჩებით დაიწყო. პლეი-ოფში გასასვლელად ერთმანეთის წინააღმდეგ „სამტრედია“, გორის „დილა“, ბოლნისის „სიონი“ და თბილისის „შევარდენი“ წარსდგნენ. ჯგუფის პირველ შეხვედრაში ბოლნისელები გორელებს დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი ანგარიშით 8:3 დაამარცხეს მეტოქე. ასევე დამაჯერებლად მოიგეს თბილისელებმა, „შევარდენმა“ „სამტრედიას“ ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. დედაქალაქელებმა კარგი სტარტის შემდეგ ცუდად იასპარეზეს და „დილასთან“ დაძაბულ ბრძოლაში, ანაგრიშით - 3:2 დამარცხდნენ. მომდევნო მატჩში ერთმანეთს ბოლნისის „სიონი“ და „სამტრედია“ დაუპირისპირდნენ. ბოლნისელებმა ამჯერადაც დიდი ანგარიშით - 9:2 დაამარცხეს მეტოქე. „გ“ ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში „სიონი“ „შევარდენს“ შეხვდა „სამტრედია“ კი, „დილას“. თბილისურ-ბოლნისური დაპირისპირება „შევარდენის“ გამარჯვებით 4:1 დასრულდა. გორელებმა კი, მეტოქე ანგარიშით - 6:2 დამაარცხეს. დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, სამმა გუნდმა თანაბარი 6-6 ქულა დააგროვა. დებულების თანახმად ასეთ დროს უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებულ შედეგს ენიჭება და შესაბამისად პირველ-მეორე ადგილებზე ბოლნისის „სიონი“ და თბილისის „შევარდენი“ გავიდნენ.
 


საინტერესო გამოდგა „დ“ ჯგუფის მატჩები. უძლიერესის გამოსავლენად ერთმანეთს „საბურთალო“, „ლოკომოტივი“, „ცხინვალი“ და „მერანი“ დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ ჯგუფში პირველი ადგილი „საბურთალომ“ დაიკავა, მეორე კი, „ლოკომოტივმა“. თბილისურმა კლუბებმა დამაჯერებლად იასპარეზეს დამსახურებულად მოიპოვეს პლეი-ოფის საგზური. ლოკომ პირველი შეხვედრა „მერანს“ მოუგო 9:2, მეორეში კი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა „ცხინვალს“ აჯობა ანგარიშით - 7:0. საწყის მატჩებში ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე „ლოკომოტივი“ პირველ ადგილზე გასვლის მთავარ კანდიდატად ითვლებოდა, მაგრამ „საბურთალომ“ ბოლომდე იბრძოლა და პირველობა არავის დაუთმო. საბურთალოელებმა პირველი მატჩი „ცხინვალთან“ ფრედ 3:3 ითამაშეს, მეორე „მერანს“ 3:0 მოუგეს და დასკვნით შეხვედრაში თბილისურ დერბიში გადაწყვიტეს „დ“ ჯგუფის პირველადგილოსანის ვინაობა. თბილისური დერბი ტრადიციისამებრ საინტერესო გამოდგა და „საბურთალოს“ გამარჯვებით 5:3 დასრულდა.
 


ჯგუფური ეტაპის დასრულები შემდეგ მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. პირველ მეოთხედფინალში ბოლნისის „სიონი“ თბილისის „ლოკომოტივის“ დაუპირისპირდა და 2:6 დამარცხდა. ბოლნისელებმა ჯგუფური ეტაპი საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარეს, თუმცა პლეი-ოფში თბილისელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ზამთრის თასს გამოეთიშნენ. მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში თბილისური დერბი გაიმართა. „საბურთალო“ „შევარდენს“ შეხვედა და დაძაბულ ბრძოლაში 3:5 დამარცხდა. დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშების ნახევარფინალში „ლოკომოტივი“ და „შევარდენი“ იასპარეზებენ. თბილისური გუნდების მეტოქეები 13 იანვარს გამოვლინდებიან, ნახევარფინალური მატჩები კი, 14 იანვარს შედგება.
 


13 იანვარს 10:00 საათიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2018-ის „ა“ და „ბ“ ჯგუფების მატჩები გაიმართება. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ კი, ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან.

ზამთრის თასი 2018-ის განრიგი: