ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონის საუკეთესოები გამოვლინდნენ

News

ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონის საუკეთესოები გამოვლინდნენ

27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
GFF AWARDS 2017-ზე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის წლის საუკეთესოები დაასახელეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობდა ეროვნული ლიგის თითოეული კლუბის მთავარი მწვრთნელი და თერთმეტი ფეხბურთელი.

2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე, რომელიც ასევე 25 გატანილი გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (თბილისის ლოკომოტივი)

2017 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე - როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო)

2017 წლის სეზონის საუკეთესო მცველი - ლაშა თოთაძე (თბილისის დინამო)

2017 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო)

2017 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერი - ანტე გი (სამტრედია)

2017 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელი - კახაბერ ჩხეტიანი (ქუთაისის ტორპედო)

2017 წლის სეზონის საუკეთესო გოლი - გრიგოლ დოლიძე (ქუთაისის ტორპედო)

ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი - დათა სიჭინავა (რუსთავი - 30 გოლი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - ვარლამ კილასონია (რუსთავი)

დაჯილდოვებაზე ასევე დასახელდა ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი:



ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულ გიორგი არჩვაძეს 3000 ლარი გადაეცა, მეორე ადგილოსან გაგი კირთაძეს 2000, მესამე ადგილი კი, შალვა ჯანაშვილმა დაიკავა და მან ფეხბურთის ფედერაციისგან 1000 ლარი მიიღო.
 
დღევანდელ ღონისძიებაზე, ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორმა კომპანია GFM STUDIO-მ, რომელმაც მიმდინარე წელს ეროვნული ლიგის მატჩების ტრანსლაცია განახორციელა, საუკეთესო რესპონდენტი ფეხბურთელი და საუკეთესო რესპონდენტი მწვრთნელი დაასახელა. აღნიშნულ ნომინაციაში სპეციალური პრიზი მიიღეს ქობულეთის „შუქურას“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა და თბილისის „დინამოს“ კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა.