ვიტ ჯორჯია 20 წლის გახდა. თბილისური კლუბი 1997 წლის 30 ნოემბერს დაარსდა. ვიტ ჯორჯიას ამ დროის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატი ორჯერ - 2003/2004 და 2008/2009 წლებში აქვს მოგებული. ასევე, ვიტ ჯორჯია საქართველოს თასის (2010) და საქართველოს სუპერთასის (2009) გამარჯვებულია.
ვიტელთა გუნდში აღზრდილი ბევრი მოთამაშე გამხდარა საქართველოს ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების წევრი. ყველა პერიოდის ვიტჯორჯიელს ვულოცავთ იუბილეს!
ფოტოზე გამოსახულია 2010 წლის თასის მფლობელი გუნდი