კოლხეთი - შუქურა გადაიდო

News

კოლხეთი - შუქურა გადაიდო

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი ფოთის "კოლხეთი 1913" - ქობულეთის "შუქურა" გადაიდო. მატჩის დელეგატისა და მსაჯების ცნობით, მასპინძელმა კლუბმა ვერ შეძლო "პარკი არენას" მატჩისთვის მომზადება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად გადაეცემა სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტს, რომელიც დღეს საგანგებო სხდომას გამართავს.