სამტრედია - ლოკომოტივი: პოლარის სისტემის შედეგები

News

სამტრედია - ლოკომოტივი: პოლარის სისტემის შედეგები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ლიგის 26-ე ტურში, სამტრედია – ლოკომოტივის მატჩში (2:1) პირველად იქნა გამოყენებული თანამედროვე ფეხბურთში აპრობირებული პოლარის სისტემა.

მიღებული ინფორმაციის შედეგად გაირკვა, რომ შეხვედრაში ყველაზე დიდი მანძილი დაფარა სამტრედიელთა კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა - 11,6 კმ. მასვე ეკუთვნის სპრინტების ყველაზე მეტი რაოდენობა - 67. დათუნაიშვილზე ოდნავ ნაკლები მანძილი -11,54 კილომეტრი დაფარა სამტრედიას მეორე საყრდენმა ნახევარმცველმა, გიული მანჯგალაძემ. სტუმართა შორის კი 11,19 კილომეტრით ლიდერობს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე. #ეროვნულილიგა

მომდევნო ტურში პოლარის სისტემა ტორპედო - დინამოს შეხვედრაში დაითვლის ფეხბურთელთა მონაცემებს.