საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა 11 აგვისტოს 85-ე წუთზე შეწყვეტილი "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" მატჩისას მომხდარი ინციდენტები განიხილა.
კომიტეტმა ორივე კლუბის წარმომადგენლებს მოუსმინა, განიხილა ოფიციალურ პირთა მოხსენებითი ბარათები და მიიღო ასეთი გადაწყვეტილება: ორივე კლუბი დაჯარიმებულია 20 000-20 000 ლარით. მომდევნო საშინაო მატჩს "ლოკომოტივიც" და "ტორპედოც" უმაყურებლოდ ჩაატარებს. ასევე კლუბებს სეზონის ბოლომდე მიეცათ პირობითი სასჯელი - მსგავსი ქმედების გამეორების შემთხვევაში 3 ქულის დაკლებით.
და ერთიც: მეოთხე წრის "ტორპედო"-"ლოკომოტივი" უმაყურებლოდ ჩატარდება.
News