ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩი ლოკომოტივი - ტორპედო, რომელიც ამა წლის 11 აგვისტოს გაიმართა და 85-ე წუთზე შეწყდა, ორშაბათს დასრულდება.
გადაწყვეტილება სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ლიგის დებულების შესაბამისად მიიღო - მატჩის დარჩენილ დროს გუნდები 14 აგვისტოს 18:30 საათიდან მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ითამაშებენ. კლუბების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დარჩენილი წუთები გაიმართება გულშემატკივრების გარეშე.
ხოლო 11 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე იმსჯელებს სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტი, რომლის სხდომაც სამშაბათს, 15 აგვისტოს ჩატარდება.