ლოკომოტივის საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია კინოთეატრ ამირანში

News

ლოკომოტივის საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია კინოთეატრ ამირანში

24 ივნისს, კინოთეატრ ამირანში, თბილისის ლოკომოტივის საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

ჩვენებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები, ალექსანდრე იაშვილი და ნიკოლოზ ჯღარკავა, ვეტერანი ფეხბურთელი და 21 წლამდე ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ზურაბ ხიზანიშვილი, ასევე თბილისის ლოკომოტივის მწვრთნელები, ფეხბურთელები, ძველი და ახალი თაობის გულშემატკივრები, ლოკომოტივის პარტნიორები, მოწვეული სტუმრები და კლუბის ხელმძღვანელობა დაესწრო.

კლიპის გადაღება რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და მასზე ალტერვიჟენ ჯგუფმა იმუშავა.

ჩვენებამდე, ლოკომოტივის ტექნიკურმა დირექტორმა და მარკეტინგის დირექტორმა სტუმრებთან, ჩვენი გუნდის ნაჩვენები შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

''სეზონის დაწყებამდე, ლოკომოტივში მოხდა გარკვეული ცვლილებები ბრენდინგის მიმართულებით. ასევე, მთავარი მწვრთნელი გახდა გიორგი დევდარიანი და ჩემპიონატის პირველი წრე დავასრულეთ მეოთხე პოზიცაზე, რაც საკამოდ კარგი შედეგია.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კი ლევან ყენიას საქართველოში და კონკრეტულად ლოკომოტივში დაბრუნებაა. ლევანს, ჩვენს კლუბთან ბევრი რამ აკავშირებს, სწორედ აქედან მოხვდა შალკეში''.  - განაცხადა ყიფიანმა.

''ლოკომოტივი აქტიურად მუშაობს ფან-კლუბისა და ფან-შოპის ჩამოყალიბების კუთხით. მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა სოციალურ პროექტებში, რაც ვფიქრობ ფეხბურთელებისთის დამატებითი მოტივაციაა.

ამ კლიპის შექმნის მიზანიც სწორედ გულშემატკივრების მოზიდვას და ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნაა''. - მარკეტინგის დირექტორი, მაკო მეტრეველი.

''მე და ჩემ ჯგუფს გვინდოდა ამ კლიპის მეშვეობით, გადმოგვეცა ის ემოცია და დამოკიდებულება ფეხბურთისადმი, რომელიც გვაქვს ამ სპორტის მიმართ.

გაგვიმართლა, რომ ისეთ გუნდთან ერთად ვიმუშავეთ, როგორიც ლოკომოტივია. ვფიქრობ, კლიპი საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა. იმედია მაყურებელი და გულშემატკივარი ისიამოვნებს''. - განაცხადა, კლიპის ჩვენებამდე აჩიკო გულედანმა.

- fcloco.ge