კვირას ქართული დერბია

News

კვირას ქართული დერბია

კვირას, 30 ნოემბერს ქუთაისში მეცხრე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და თბილისის დინამო დაუპირისპირდებიან. 

ჯამში ეს გუნდები ერთმანეთს 67-ჯერ შეხვდნენ, აქედან 35 მატჩში დინამოელებმა გაიმარჯვეს, 16 შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომ და 16 მატჩი დასრულდა ფრედ. საგულისხმოა, რომ ტორპედომ ბოლო საშინაო შეხვედრა დინამოს წინააღმდეგ 2011 წელს მოგო - 2:1. გოლები გრიგოლ დოლიძემ (7'), გიორგი მეგრელაძემ (11') და დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა ალბერტ იაგუემ გაიტანეს (42').

ქართული დერბი რამაზ შეგნელიას სახელობის მოედანზე 17:30-ზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ეროვნული ლიგა ინსტაგრამზე