21 მარტი: დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

News

21 მარტი: დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. წელს ამ დღესთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმდინარეობს სლოგანით - "ჩემი ხმა საზოგადოებაში".

კამპანიას თბილისის ლოკომოტივის წევრები - ნიკა ჭანტურია და ლუკა კიკაბიძე შეუერთდნენ.

„სასიამოვნოა, რომ ჩვენი კლუბი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში ჩაერთო. ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში დავეხმაროთ. ვფიქრობ, სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი კი, მათი სოციალიზაციისთვის საუკეთესო საშუალებაა.“ - ამბობს ნიკა ჭანტურია.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს დაწესდა. დაუნის სინდრომით, ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება.

fcloco.ge