გიორგი დევდარიანი: ძლიერი ჩემპიონატის მოლოდინი გვაქვს

News

გიორგი დევდარიანი: ძლიერი ჩემპიონატის მოლოდინი გვაქვს

პირველი ტურში ბათუმის დინამოსთან საშინაო გამარჯვების შემდეგ თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა - გიორგი დევდარიანმა მატჩის შესახებ კომენტარი გააკეტა.

"ჩემპიონატის სტარტი ყოველთვის და ყველა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა დიდი მოლოდინით ველოდით ახალი ჩემპიონატის დაწყებას, რადგან ახალი ფორმატია და შესაბამისად უფრო გაძლიერებული ჩემპიონატის მოლოდინი გვაქვს.

წელს, ეროვნული ლიგის ათეულში ბევრად უკეთესი გუნდები არიან თავმოყრილნი, ვიდრე წინა წლებში იყო. ბათუმის დინამოც არ იყო ადვილად დასამარცხებელი გუნდი, ეს ზუსტად ვიცოდი. შარშანდელი სეზონიც ძალიან კარგად ითამაშა ამ გუნდმა და თურქეთშიც, მქონდა საშუალება მენახა მათი თამაშები, ისევე როგორც მათ მწვრთნელებს ჩვენი. ამდენად, მეტნაკლებად რეალური წარმოდგენა გვქონდა ერთმანეთზე და გამართლდა კიდეც ის მოლოდინი, რომ იქნებოდა დიდი ბრძოლა და ძალიან რთული თამაში.

ცხადია გახარებულები ვართ, რადგან პირველივე მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ეს მხოლოდ გზის დასაწყისია. ფეხბურთელებსაც ვუთხარი გასახდელში, რომ ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადავდგით, ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეთ და ეს თამაში უკვე უნდა დავივიწყოთ.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, გოლი ისეთ დროს გავუშვით, თამაშის შემოსატრიალებლად კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი. თურქეთის შეკრებამ აქ იჩინა თავი, რადგან გუნდს რომ საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერება არ ჰქონოდა, გაგვიჭირდებოდა თამაშის ხასიათის შეცვლა, რაც ჩვენ მოვახერხეთ. ასევე, მინდა ბათუმის დინამოს მიმართ დიდი პატივისცემა გამოვხატო."- განაცხადა დევდარიანმა.

fcloco.ge

ლოკომოტივი ინსტაგრამზე: