კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის პირველი მატჩი გაიმართა. ჩემპიონმა თბილისის იბერია 1999-მა გორის დილას 1:0 მოუგო.
მოქმედი ჩემპიონისა და მეორეადგილოსნის დაპირისპირება ვნახეთ. და როგორც წინა სეზონის ოთხივე შეხვედრაში, ამჯერადაც იბერია 1999-მა მოიგო.
ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე იბერიელთა კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა პენალტით. ეს პენალტი კი ნიკოლოზ დადიანმა გამოიმუშავა. მომენტები საკმაოდ იყო, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა.
მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ჯერჯერობით, სამი მატჩი გაიმართა და სამივეში მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა.
სპაერი
სამგურალი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
რუსთავი
მეშახტე
ტორპედო
გაგრა
დილა
მერანი მრ
შტურმი
კოლხეთი 1913
თელავი
გარეჯი
სიონი
სამტრედია
ოდიში 1919
არაგვი
გორი