კალენდარი

ოთხშაბათი, 21 ნოემბერი

შაბათი, 24 ნოემბერი

კვირა, 25 ნოემბერი

ორშაბათი, 26 ნოემბერი

ხუთშაბათი, 29 ნოემბერი

პარასკევი, 30 ნოემბერი

ახალი ამბები

ლაშა ჩიკვაიძე - მთელი კარიერა ერთ კლუბში...

  • ათი წელი და ბევრი მოგონება
  • 300 მატჩი ჩიხურაში...

იშვიათია ფეხბურთელი, რომელსაც პროფესიული კარიერა ერთ კლუბში აქვს გატარებული. ასეთები საქართველოშიც თითებზე ჩამოსათვლელნი არიან და ერთ-ერთი მათგანი ლაშა ჩიკვაიძეა, საჩხერის ჩიხურას 29 წლის მცველი. ზემოიმერულ კლუბს იგი 2008 წელს შეუერთდა.

"იქამდე სხვა კლუბის ასაკობრივ გუნდში ვთამაშობდი, ჩიხურა კი ერთადერთი კლუბია, რომლის ღირსებაც უმაღლეს ლიგაში დამიცავს. 19 წლის ვიყავი, სოსო ფრუიძემ რომ შემომთავაზა ჩიხურაში თამაში და ბევრი არ მიფიქრია. ამ ათი წლის განმავლობაში ერთად ბევრს მივაღწიეთ – ჯერ უმაღლეს ლიგაში გადავედით, მერე ევროტურნირებს გავუგეთ გემო, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ, მოვიგეთ საქართველოს თასი და სუპერთასი, გავხდით ქვეყნის ვიცე-ჩემპიონები."

1

რამდენიმე დღის წინ ლაშამ ჩიხურას მაისურით მე-300 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა "ეს მართლაც შესანიშნავი მაჩვენებელია. დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვერდით მედგა და მამხნევებდა. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, თანაგუნდელებს და გულშემატკივარს. მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი."

"ფეხბურთის თამაშს კიდევ რამდენიმე წელი ვაპირებ და სრულიად შესაძლებელია, კარიერა აქვე დავასრულო. ჩიხურასთან არაერთი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს..."

საინეტერესოა რამ განაპირობა ის, რომ ჩიკვაიძეს ამ ათი წლის განმავლობაში კლუბის შეცვლა არ გადაუწყვეტია "ჩიხურაში თავიდანვე თბილად მიმიღეს და ადაპტაციაც არ გამჭირვებია. თბილისში ვარ დაბადებული, მაგრამ დედით საჩხერელი ვარ, საჩხერეში სახლიც მაქვს და ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად, ადგილობრივი ფეხბურთელი ვარ. ასეთ დროს სხვაგან წასვლის სურვილი ძნელად გიჩნდება."

1

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩიხურას ვიცე-კაპიტანი არ გამორიცხავს, რომ კარიერის დარჩენილი წლებიც საჩხერულ კლუბს მიუძღვნას "ფეხბურთის თამაშს კიდევ რამდენიმე წელი ვაპირებ და სრულიად შესაძლებელია, კარიერა აქვე დავასრულო. ჩიხურასთან არაერთი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს და გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენს ერთგულ ქომაგებს კარგად გასახსენებელი მატჩები ვაჩუქო."

რაც შეეხება სამომავლო მიზნებს ჩიხურასთან ერთად, ლაშა იმედოვნებს, რომ ამ სეზონში მისი გუნდი კვლავ შეძლებს ევროსაგზურის მოპოვებას და ჩიხურა ევროპა ლიგაზე ისევე გაახარებს ქართველ გულშემატკივრებს, როგორც ეს თურქულ ბურსასფორსა და ებრაულ ბეითართან დაპირისპირებებში შეძლო. ქართული ტიტულებიდან კი ჩიკვაიძის კოლექციას მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობა აკლია…